ფეხბურთი

17:07 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსი "ატლეტიკოში": სიმეონე და გრიზმანი ინფიცირებულთა შორის არიან

მადრიდის “ატლეტიკოს” ხუთ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

კორონავირუსის ტესტის შედეგები დადებითი იყო დიეგო სიმეონეს შემთხვევაში და შემდეგ ვირუსი ფეხბურთელებსაც აღმოაჩნდათ: ანტუან გრიზმანს, კოკეს, ჟოაო ფელიქსსა და ჰექტორ ერერას.

მწვრთნელი და ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ექიმების ყველა დანიშნულებას პროტოკოლით იცავენ. მათი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

2022 წლის 2 იანვარს „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩში „რაიო ვალეკანოსთან“ ითამაშებს. შეხვედრა მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის შემთხვევები მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონაშიცაა“ დადასტურებული.

0.115298