ფეხბურთი

16:02 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის შეძენის სურვილის ფონზე დემბელეს გარემოცვა "ბარსელონას" სიძუნწით უკმაყოფილოა

კატალონიის „ბარსელონა“ უსმან დემბელეს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო დროს ჩიხში შევიდა.

ესპანური პედიის ცნობით, დემბელეს წარმომადგენელები სერიოზულად გაღიზიანდნენ იმ ფაქტით, რომ „ბლაუგრანამ“ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შემცირებული ხელფასით შესთავაზა, ამის ფონზე კი კლუბი „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. ფრანგის აგენტებს არ მოეწონათ კლუბის მიდგომა და ფიქრობენ, რომ „ბარსამ“ უსმანთან მიმართებაში სიძუნწე გამოიჩინა.

ამავდროულად, Sport-ი იტყობინება, რომ დემბელემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. უფრო მეტიც ისინი წერენ, რომ 24 წლის შემტევი ტურინის „იუვენტუსს“ სიტყვიერად შეუთანხმდა კიდეც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან მას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა ურჩევნია და წინადადებას პარიზელთაგან ელოდება.

შეგახსენებთ, უსმან დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 126 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი თავდამსხმელი „რენისა“ და „დორტმუნდის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

0.115321