საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ დაიკლო.
ცნობილმა ვებგვერდმა Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და კვარაცხელია 2 მილიონი ევროთი გაიაფდა. ახლა ხვიჩა წყაროს ვერსიით, 16 მილიონი ევრო ღირს, მანამდე კი 18 მილიონ ევროდ ფასობდა.
მიუხედავად გაიაფებისა, ხვიჩა საქართველოსა და „რუბინის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, რუსეთის პრემიერლიგაში მისი ფასი მეექვსეა, მარცხენა ვინგერებში 51-ე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში მე-16, ხოლო მსოფლიოში 552-ე.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.