ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, გარი ლინეკერი, ემოციურად გამოეხმაურა პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლესტერის“ მიერ „ლივერპულის“ დამარცხებას (1:0).
„ვაუ! როგორი თამაში მოიგო „ლესტერ სიტიმ,“ მიუხედავად მილიონი ტრავმისა, დასვენებულ „ლივერპულთან,“ „სიტისთან“ თამაშის 48 საათის შემდეგ. ვამაყობ „მელიებით.“ - წერს ლინეკერი ტვიტერში.
ცნობისათვის, გარი უინსტონ ლინეკერი ლესტერშია დაბადებული და „ლესტერის“ აღზრდილია, 1978-85 წლებში სწორედ ამ კლუბში თამაშობდა.