„ევერტონი“ „ჩელსის“ ნახევარმცველის, როს ბარკლის იჯარის წესით აყვანას აპირებს. The Daily Telegraph-ის ცნობით, მერსისაიდული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და 28 წლის ბარკლი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
ბარკლი ლივერპულშია დაბადებული და „ევერტონის“ აკადემიის აღზრდილი გახლავთ. აკადემიის სისტემაში ის 11 წლის მოხვდა. 2010-18 წლებში უკვე იცავდა მერსისაიდული კლუბის ღირსებას.
2013 წლის სექტემბერში კი 18 წლისამ პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ბარკლიმ „ჩელსის“ მაისურით 11 მატჩი გამართა.