„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი გახდა. ბასკებმა 28 წლის ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაიფორმეს.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პსჟ-ის მაისურით რაფინიამ 5 მატჩში ითამაშა და თავი არაფრით გამოუჩენია.
შეგახსენებთ, რომ რაფინია მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟი და „ლივერპულის“ შუახაზელის, ტიაგუ ალკანტარას ძმაა.