ფეხბურთი

11:52 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინააღმდეგია

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინააღმედია. შეგახსენებთ, რომ ეს იდეა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გააჟღერა.

„ამ იდეის მომხრე არ ვარ. ისედაც ძალიან ბევრ მატჩებს ვთამაშობთ წლის განმავლობაში. უამრავი მძიმე შეხვედრაა, უამრავი მძიმე კვირა, რომლის განმავლობაში ვემზადებით დიდი ტურნირებისთვის.

თუ რაღაც განსხვავებულის მოფიქრება გვსურს, ასევე შესვენებებზეც უნდა ვიფიქეროთ. თუ მუნდიალს ორ წელიწადში ერთხელ ჩავატარებთ, ხარისხი დაეცემა. შეუძლებელია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ამდენი დატვირთვების ატანა.“ - ციტირებს პოლონელი ფორვარდის სიტყვებს ESPN.

0.112246