ფეხბურთი

11:25 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: „რონალდუმ იცის, რომ რამდენიმე დარტყმას მიიღებს“

იტალიის ნაკრების მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებთა სავარაუდო შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

„კრიშტიანუს ვესაუბრე და ბევრი ვიხუმრეთ პორტუგალია-იტალიის სავარაუდო მატჩის შესახებ. ვნახოთ, რა მოხდება მოედანზე. რონალდუმ იცის, რომ რამდენიმე დარტყმას მიიღებს, როცა გაისად მარტში შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარ მატჩს ვითამაშებთ.“ -ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ და ბონუჩი ერთად თამაშობდნენ ტურინის „იუვენტუსში.“

იტალიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება, გამარჯვებული კი ფინალში თურქეთ-პორტუგალიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

0.118908