ფეხბურთი

11:52 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „ლუკაკუ მინდორზე მოსალოდნელზე დიდ ხანს გავაჩერეთ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრემიერლიგის მე-19 ტურში „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების შემდეგ (1:3), თავისი გუნდის ბელგიელი შემტევის, რომელუ ლუკაკუს თამაში შეაფასა, რომელიც ახლახან დაუბრუნდა მინდორს, გოლიც გაიტანა და პენალტიც მოიპოვა.

„რომელუმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თუმცა მინდორზე მოსალოდნელზე დიდ ხანს გავაჩერეთ. ნორმალურ სიტუაციაში ის ერთ ტაიმს ან 60 წუთს ითამაშებდა. თუმცა ესეც იმაზე მეტია, რაც ექიმებმა გვირჩიეს. ეგ არის, ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მოედანზე დარჩენილიყო.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.11455