VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ენისეის“ უმასპინძლა და 97:88 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ ამ შეხვედრაში 20:33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
მოსკოვის ცსკა-ს 7 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ტურში 4 იანვარს, „სარატოვს“ უმასპინძლებს.