ფეხბურთი

16:27 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი „ლივერპულის“ შესახებ

„ლივერპულისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარე, ალისონ ბეკერი, ჟურნალისტებს მერსისაიდული კლუბის სეზონის პირველ ნაწილში გამოსვლის შესახებ ესაუბრა.

„ყველაფერი კარგად მიდის. ვფიქრობ, ცუდად არ ვმუშაობთ. თუმცა, ბევრი რამ კიდევ დასახვეწი გვაქვს. ახლა სეზონის რთული პერიოდია, ზედიზედ გვიწევს მატჩების ჩატარება, ამიტომ ძნელია ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისითაც. თუმცა, ვფიქრობ, კარგად ვართმევთ თავს გამოწვევბს და საჭირო შედეგებსაც ვაღწევთ.“ - ციტირებს ალისონოს სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

18 ტურის შემდეგ 41 ქულით, „ლივერპული“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და სამი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის.“

0.115984