ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი ფეხბურთელების შეძენას არ გეგმავს - გვამცნობს Sport Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.
წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბი „ლიდსის“ ბრაზილიელი გარემარბით, რაფინიათია დაინტერესებული და 50 მილიონ ევროსაც გადაიხდის მასში, მაგრამ ამ ზამთარს არა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 17 ტურის შემდეგ 43 ქულით „ბაიერნი“ ერთპიროვნული ლიდერია და 9 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას.“