ინგლისური The Guardian-ის ვერსიით, „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. „პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც წლეულს „ოქროს ბურთი“ მოიგო მეორეა. „ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი - მესამე.
ათეულში ასევე მოხვდნენ: კარიმ ბენზემა (მადრიდის „რეალი“), ჟორჟინიო („ჩელსი“), კილიან მბაპე (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის „ბორუსია“), კრშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), მგოლო კანტე („ჩელსი“), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“).
საინტერესოა, რომ The Guardian-ის ვერსიით, ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ დასახელდა საუკეთესოდ.