9 იანვარს კამერუნში აფრიკის ერთა თასის გათამაშება იწყება (ტურნირი 6 თებერვლამდე გასტანს). მაგრამ დღემდე უცნობია როდის გაემგზავებიან პრემიერლიგის ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში. ამ მხრივ, ყველაზე რთულ სიტუაციაში „ლივერპულია,“ რომელსაც წამყვანი მოთამაშეები: მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა გამოაკლდებიან.
ფიფას რეგლამენტის თამახმად, ფეხბურთელები ნაკრებებში ტურნირის დაწყებამდე არაუგვიანეს 13 დღით ადრე უნდა გამოცხადდნენ, ანუ 27 დეკემბერს.
ამ შემთხვევაში სალაჰი, მანე და კეიტა გამოტოვებენ მატჩებს „ლესტერთან“ (28 დეკემბერს), „ჩელსისთან“ (2 იანვარს), „შრიუსბერისთან“ (9 იანვარს, ასოციაციის თასზე), ორივე შეხვედრას (6 და 13 იანვარს) „არსენალთან“ ლიგის თასის ნახევარფინალში, ასევე „ბრენტფორდთან“ (15 იანვარს) და „კრისტალ პალასთან“ (22 იანვარს).
გამოცემა The Athletic წერს, რომ ლიგების მსოფლიო ფორუმი (World Leagues Forum) დაუკავშირდა ფიფას და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას, სთხოვა, არ მიიწვიონ ნაკრებებში ფეხბურთელები 3 იანვრამდე.
ზემოთნახსენები ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჟერომ პერლმატერი, დარწმუნებულია, რომ თუ ამ პირობას არ შეასრულებენ, ფიფას სავარაუდო სანქციებს კლუბების მიმართ, იურიდიული ძალა არ ექნება.