სხვა

2:39 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიური უსიკის ტემპს ვერ გაუძლებს

ოლეკსანდრ უსიკის მენეჯერი ამბობს, რომ უკრაინელის და ტაისონ ფიურის შეხვედრის შემთხვევაში, ბრიტანელი მოკრივე მეტოქის ტემპს ვერ გაუძლებს. მათი შეხვედრა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართოს, თუ ისინი თავიანთ მორიგ შეხვედრებს მოიგებენ და შესაბამისად, ტიტულებს შეინარჩუნებენ.

უსიკმა IBF-ის, WBO-ის და WBA-ის ტიტულები მას შემდეგ მოიპოვა, რაც ენტონი ჯოშუა დაამარცხა. ჯოშუა ფიურის უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამას სასამართლომ დეონტეი უაილდერთან შეხვედრა დაავალა. ფიურიმ ამერიკელი მეორედაც დაამარცხა და ის სარტყელი შეინარჩუნა, რომელსაც მალე თანამემამულე დილიან უაითთან შეხვედრაში გამოიტანს.

უსიკთან შეხვედრის შემთხვევაში, გიგანტი ფიური ფავორიტი იქნება. მაგრამ უსიკის მენეჯერი სერგეი ლაპინი ირწმუნება, რომ ფიურის რთული გამოცდა ელის: „რას ვიტყვი ფიურისთან შესაძლო შეხვედრაზე? მას გაბარიტებში აქვს უპირატესობა. ამასთან, თავისი ზმებისთვის საკმაოდ მობილური და სწრაფია. მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია. ამ უზარმაზარი მძიმეწონოსნების პრობლემა, 12 რაუნდში კონდიციის შენარჩუნებაა. ბრძოლის იმ რიტმს, რომელშიც უსიკი იბრძვის, თანამედროვე მძიმეწონოსანი ვერ გაუძლებს“.

ლაპინი და დასძენს: „ტექნიკურად, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ფიურის ძალიან არაკომფორტული კრივის ტექნიკა აქვს. მაგრამ იმისთვის, რომ დარტყმების მისეული სერიები შეასრულოს, დიდი ძალისხმევა დასჭირდება. და ეს მას დაღუპავს. საერთო ჯამში, ზომასა და წონაში ფიურის უპირატესობას, უსიკისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ის ნებისმიერ მეტოქეს ეგუება. კრივის სამყაროს მიმომხილველები მალე იხილავენ, თუ როგორ დაამყარებს უსიკი წესრიგს მძიმე წონაში“.

0.135144