ფეხბურთი

17:33 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი "ოლიმპიაკოსს" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მცველი ირაკლი აზაროვი პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

როგორც ცნობილი გახდა, აზარობი ბერძნებს მოლდოველი მარცხენა მცველია, ოლეგ რეაბჩიუკის ალტერნატივად მიაჩნიათ, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრია. 19 წლის ფეხბურთელი პირეოსელთა სიაში ერთადერთი ვარიანტი არ არის, მაგრამ ინტერესი, როგორც ჩანს, არსებობს.

აზაროვს „დინამო ბათუმთან“ კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ირაკლი აზაროვს მხოლოდ „ოლიმპიაკოსს“ არ უკავშირებენ. კარგა ხანია საუბარი მიდის თურქულ „ტრაბზონსპორზე“, ასევე, რუსულ „კრასნოდარზე“, თუმცა, ჯერჯერობით, ბათუმელებმა ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხეს.

0.113023