ფეხბურთი

14:55 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი ჰენდერსონს დაეთანხმა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსი, გარი ლინეკერი, დაეთანხმა „ლივერპულის“ ნახევარმცველს, ჯორდან ჰენდერონს, რომელმაც პრემიერლიგის საშობაო კალენდარი გააკრიტიკა. კერძოდ „ჰენდომ“ ჟურნალსტებს უთხრა, რომ ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს. მათ სერიოზულად არ აღიქვამენ. ასეთი დატვირთვები აუტანელია, განსაკუთრებით კორონავირუსის პირობებში.

„ვეთანხმები ჰენდერსონს. მესმის ბოქსინგ დეის ტრადიცია. 1 იანვარს გასამართი ტურისაც. მაგრამ ამ თარიღებს შორის კიდევ დამატებითი მატჩების ჩაკვეხება რაღაა?

მართალია, ასეთ თამაშებში ფეხბურთელებს კარგად უხდიან, მაგრამ ხარისხი ხომ ეცემა და გულშემატკივარი ბილეთის ფასსა და ხარისხს შორის თანხვედრას ვეღარ იღებს.“ - წერს ტვიტერში ლინეკერი.

0.128795