ლისაბონის „ბენფიკას“ თავკაცი, ჟორჟე ჟეზუში „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს Globo Esporte.
წყაროს ინფორმაციით, ჟეზუში უკვე ესაუბრა „ფლამენგოს“ წარმომადგენლებს და გუნდის გაწვრთნას დათანხმდა. მას თურმე ძალიან უნდოდა ბრაზილიურ ფეხბურთში მუშაობა. ახლა ჯერი „ბენფიკაზეა.“
პორტუგალიური მედია აღნიშნავდა, რომ „არწივები“ ჟეზუშით უკმაყოფილო არიან და სეზონის დამთავრებისთანავე მასთან კონტრაქტის შეწყვეტას აპირებენო. თუმცა, ბრაზილიაში სეზონი უფრო ადრე იწყება.
67 წლის პორტუგალიელი 2019-20 წლებშიც მუშაობდა „ფლამენგოში.“ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბრაზილიის ჩემპიონი გახდა და ლიბერტადორესის თასი მოიგო.