საფრანგეთის ლიგა-1-ის მე-19 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ აუტსაიდერ „ლორიანს“ ვერ მოუგო (1:1). მეტიც, მასპინძლები იგებდნენ თომა მონკონდუის გოლით და მაურო იკარდიმ მხოლოდ 91-ე წუთზე გაათანაბრა. ლიონელ მესიმ სრულად ჩაატარა მატჩი.
სერხიო რამოსი სულ მესამე შეხვედრას ატარებდა პარიზელთა შემადგენლობაში. ის მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა ნუნუ მენდეშის ნაცვლად და ბოლოსკენ ხუთი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათის მიღება „მოახერხა.“ რის შემდეგაც არბიტრმა, ჟერემი პინიარმა მოედნიდან დაითხოვა.
აბა, რამოსის წითელი ბარათები ვის უკვირს, მაგრამ პსჟ-ში ჯერ ნაადრევი ხომ არ არის?