ფეხბურთი

10:51 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე, „ატლეტიკოს“ ზედიზედ მეოთხე მარცხის შესახებ

ესპანური პრიმერას მე-9 ტურის გადატანილ მატჩში „ატლეტიკომ“ „გრანადასთან“ 1:2 წააგო. ეს მადრიდელთა ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ ქვეყნის ჩემპიონატში.

შეხვედრის შემდეგ, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ. ჟურნალისტებს უთხრა: „კარგად ვთამაშობთ, თუმცა შედეგები ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებს. ამჯერადაც ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში არ მიდიოდა.

ცხადია, მომენტების გამოუყენებლობა ცუდია და ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებშიც მარცხს არ ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ეპიზოდებში კონცენტრაციის დაკარგვა ქულების განიავებად გვიჯდება.

ადრე ყოფილა შემთხვევები, როცა ისეთი თამაშები მოგვიგია, რიმლებშიც გამარჯვებას არ ვიმსახურებდით, ახლა კი პირიქით ხდება.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

0.108542