სხვა

20:58 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნოვი ბეოგრადთან" წააგო (+VIDEO)

„დინამო თბილისმა“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე, სერბული „ნოვი ბეოგრადის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა გამოცდილ მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 8:17 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, რომელიც ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ. უნდა ითქვას, რომ „ნოვი ბეოგრადმა“ ოთხივე პერიოდი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

„დინამოს“ შემადგენლობაში დუბლი სამმა წყალბურთელმა შეასრულა - ანდრია ბითაძემ, ვალიკო დადვანმა და დუშან ვაშიჩმა, ხოლო თითო გოლი რევაზ იმნაიშვილისა და მარკო ელაჩას ანგარიშზეა. „ნოვი ბეოგრადში“ 3 გოლი გაიტანა ქართველმა წყალბურთელმა ნიკა შუშიაშვილმა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

„დინამო თბილისს“ 6 ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და A ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართული გუნდი 11 იანვარს, შინ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ გამართავს.

დინამო თბილისი - “ნოვი ბელგრადი8:17 (2:5, 2:3, 2:5, 2:4)

გოლები: 0:1 ვლახოპულოსი, 0:2 მანდიჩი, 0:3 ვუჩინიჩი, 1:3 ბითაძე, 1:4 მარტინოვიჩი, 2:4 დადვანი, 2:5 იაკსიჩი, 2:6 ვლახოპულოსი, 3:6 ბითაძე, 4:6 ვაშიჩი, 4:7 პერკოვიჩი, 4:8 დრასოვიჩი, 4:9 გოგოვი, 4:10 შუშიაშვილი, 5:10 დადვანი, 5:11 შუშიაშვილი, 6:11 ელაჩა, 6:12 მანდიჩი, 6:13 ვლახოპულოსი, 6:14 რაშოვიჩი, 6:15 რაშოვიჩი, 7:15 ვაშიჩი, 7:16 შუშიაშვილი, 8:16 იმნაიშვილი, 8:17 დრასოვიჩი

0.115015