ფეხბურთი

20:14 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"უნიონმა" დომინიკ ჰაინცი დაიმატა

"ფრაიბურგის" 28 წლის გერმანელი მცველი დომინიკ ჰაინცი კარიერას ბერლინის "უნიონში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი გადაიხადეს დედაქალაქელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ და ასევე კონტრაქტის დეტალები.

დომინიკი "ფრაიბურგში" 2018 წელს "კიოლნიდან" გადავიდა. მას შემდეგ ჰაინცმა 90 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. დომინიკი კარიერის განმავლობაში გერმანიის 19, 20 და 21 წლამდელების ნაკრებში თამაშობდა.

0.116562