ფიგურული ციგურაობის იაპონელი ვარსკვლავი რიკა კიჰირა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. მან კანჭის ტრავმის გამო, ეროვნულ ჩემპიონატში გამოსვლას ვერ ახერხებს და შესაბამისად, ვერც ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებს.
კიჰირამ, ვინც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა, ამავე ტრავმის გამო, სკეიტ კანადა და NHK ტროფი გამოტოვა. კიოდო ნიუსის ინფორმაციით, თინჯერმ მოციგურავემ ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და ჩემპიონატზე, რომელიც ამ კვირაში, ქალაქ საიტამაში გაიმართება, ვერ იასპარეზებს.
ოლიმპიურ საგზურებზე გამონაკლისი მხოლოდ იმ ათლეტებისთვის არის დაშვებული, ვინც ქვეყნის ჩემპიონატზე ასპარეზობას ტრავმის გამო ვერ ახერხებს, მაგრამ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, მედალი აქვთ მოპოვებული. ასეთებს შორის არაა კიჰირა, ვინც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
მან ვერც პიონჩანის ოლიმპიადაზე გამოსვლა შეძლო, რადგან იმ დროისთვის, მეტისმეტად ახალგაზრდა იყო. კიჰირა ახლა 19 წლისაა და მან მსოფლიოს უძლიერეს მოციგურავეთა შორის ადგილი უკვე დაიმკვიდრა. მისი ძლიერი მხარე, ურთულესი ხტომების შესრულებაა.