„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული ვითარებაზე ისაუბრა.
„ახლავე გვჭირდება მასთან კონტრაქტის განახლება. ასეთი მოთამაშის დაკარგვა არ შეიძლება. ის უნდა გახდეს ჩვენი მომავლის საფუძველი. ყველაფერი მესმის და ვიცი, რომ კლუბი ძალიან კარგად მუშაობს ამ საკითხზე. ეს გუნდისთვის ფუნდამენტურია“, - თქვა ჩავიმ.
გავი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელი იმ ხელფასს იღებს, რაც კატალონიელთა სარეზერვო გუნდში ჰქონდა.
17 წლის ფეხბურთელის დებიუტი „ბარსელონას“ ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში შედგა. ყველა ტურნირზე გავიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.