იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა.
ინსინიე „სპეციასთან“ წლის ბოლო შეხვედრას ცხადია გამოტოვებს, ხოლო შემდეგ სერია A-ში საშობაო პაუზა იწყება, რომლის დასრულების მერე სავარაუდოდ, გუნდს დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში 30 წლის შემტევმა „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.