„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელების უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს „ბარსაში“ თამაში და კლუბმა თავისი სათამაშო სტილი დატოვა.
„6 წელი ლა ლიგისგან შორს ვიყავი და არ ვიცი ვინ არის დამნაშავე, მაგრამ არის რაღაცები, რაც ტაქტიკურ დონეზე მაკვირვებს. ვსაუბრობ მათზე, ვინც პრესინგი უნდა ითამაშოს და ვიც თავისუფალი უნდა დარჩეს. არის თამაში ფაზები, რომლებიც ნათლად ჩანს, მაგრამ მოუმზადებელი ვხვდებოდით. ამას აქ 11 წლის ასაკში ასწავლიდნენ. მოთამაშეთა უმეტესობას არ ესმის ძირითადი ცნებები, რომლებიც აღვნიშნე. ვიმეორებ, არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ იდეის გასაგებად იმაზე მეტ ძალისხმევას ვხარჯვათ, ვიდრე საჭიროა. დავკარგეთ კლუბის თამაშის სტილი და ისევ უნდა ვიპოვოთ გზა მის დასაბრუნებლად. ეს არის მომავალი „ბარსას“ წინსვლის გზა“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგაში 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.