VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა პოლონურ „ზიელონა გორას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 93:59 დაამარცხა. რუსული გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება საერთოდ არ გასჭირვებია.
თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 8:36 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.
ცსკა VTB ლიგაში 6 გამარჯვებით და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 დეკემბერს, „ენისეის“ უმასპინძლებს.