ფეხბურთი

20:10 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინმა" "ვესტ ჰემს" ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დაუსახელა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის „ვესტ ჰემს“ უკავშირებენ და როგორც ცნობილი გახდა, ინგლისურ გუნდს რუსულმა კლუბმა ტრანსფერის ფასი დაუსახელა.

Football Insider-ის ინფორმაციით, ყაზანელებმა „ჩაქუჩებს“ ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გირვანქა სტერლინგი (15 მილიონი ევრო) მოსთხოვეს. აღსანიშნავია, რომ „ვესტ ჰემს“ შეტევის ხაზის გაძლიერება იანვრის სატრანსფერო პერიოდში სურს. დევიდ მოიესს უნდა, რომ დაიმატონ თავდამსხმელი, რომელიც ორივე ფლანგზე ითამაშებს და არა ისეთი შემტევი, რომელსაც მხოლოდ ფორვარდად შეუძლია გარჯა. ამდენად, ხვიჩა შოტლანდიელის კრიტერიუმში ჯდება.

ცნობილია ისიც, რომ „ვესტ ჰემის“ გარდა, კვარაცხელიათი ლივერპულის „ევერტონი“ და „საუთჰემპტონიც“ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში ხვიჩას ანგარიშზე 11 თამაშში 5 გოლია.

0.119218