ფეხბურთი

18:27 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში მოხვდა

„კრაკოვიას“ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 26 წლის მცველი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

კაკაბაძემ ბოლო ტურში ვროცლავის „შლიონსკის“ წინააღმდეგ შეძლო გოლის გატანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:0).

26 წლის ქართველ მცველს პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა მატჩში (მხოლოდ 4 ძირითადში) უკვე 3 გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის, მონაგარი უკეთესი იქნებოდა, წინა ტურში „ლეჩნასთან“ შეხვედრაში მისი გოლი რომ არ გაუქმებულიყო. არადა, მაშინ ოთარი არაფერ შუაში იყო, მისი თანაგუნდელი გახლდათ თამაშგარეში და ის გოლი ამიტომ გააუქმეს, თორემ ახლა 4 გოლი იქნებოდა მის ანგარიშზე. ასეა თუ ისე, ცხადია, მცველისთვის 9 თამაშში 3 გოლიც დიდებული შედეგია.

„კრაკოვიას“ 19 ტურში 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 თებერვალს, საკუთარ მოედანზე პოზნანის „ლეხთან“ გამართავს.

0.121908