კალათბურთი

11:03 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 3 ქულა და "ბეტისის" მორიგი მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში სევილიის „ბეტისმა“ „ბასკონიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:87 წააგო. ანდალუსიელებმა სამი პერიოდი მოიგეს, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე პერიოდი 17 ქულით წააგეს და საბოლოო შედეგზე სწორედ ამან იქონია გავლენა.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე მხოლოდ 08:58 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 3 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. ბექამ 2 ორქულიანი არაზუსტად ისროლა, 2-დან 1 სამქულიანი კი ჩააგდო.

„ბეტისი“ ლიგა ენდესას გამოკვეთილი აუტსაიდერია, 2 გამარჯვების საპირისპიროდ 12 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა. სევილიელები მომდევნო ტურში 28 დეკემბერს, სტუმრად „ბურგოსს“ დაუპირისპირდებიან.

0.113438