ფეხბურთი

22:06 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "მატჩის შემდეგ ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს"

პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა „გურნიკთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც დიდებული გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ნახევარმცველმა თქვა, მატჩის შემდეგ ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა.

„არ მახსოვს თამაშის შემდეგ ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი. შობის წინ ძალიან გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის მოგება და ახლა მათ დამატებითი მიზეზი აქვთ, რომ თავისუფალი დრო ბედნიერად გაატარონ. „გურნიკსაც“ ჰქონდა კარგი საგოლე შანსები, მაგრამ ფილიპ ბედნარეკმა შესანიშნავად ითამააშა, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მთელ გუნდზე, რომელსაც გამარჯვების ბოლომდე სჯეროდა.

გოლი? ბევრი ვიფიქრე, საჯარიმოში უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავარტყი, შედეგად, ჩვემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა“, - თქვა კვეკვესკირმა.

მიმდინარე სეოზნში ნიკა კვეკვესკირის აქტივში 17 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. პოზნანის "ლეხი" ექსტრაკლასას 41 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 5 თებერვალს, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ გასვლაზე გაეჯიბრება.

0.160059