ფეხბურთი

18:18 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ვლაჰოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა

ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ბრწყინავს და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა.

„სასუოლოსთან“ მატჩში სერბმა ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც 2021 წელს სერია A-ში მისთვის 33-ე გამოდგა! ვლაჰოვიჩი 1961 წლის შემდეგ მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც კალენდარულ წელიწადში იტალიის ჩემპიონატში 33 გოლი გაიტანა.

მანამდე ამის გაკეთება კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო. პორტუგალიელმა 2020 წელს გაიტანა სერია A-ში 33 გოლი, ხოლო დუშანმა მისი მიღწევა ერთი წლის შემდეგ გაიმეორა. თუმცა, 21 წლის სერბს შედეგის გაუმჯობესების შანსიც აქვს, რადგან მიმდინარე წელს კიდევ ერთი მატჩი წინ აქვს („ვერონასთან“).

აქვე გეტყვით, რომ დუშან ვლაჰოვიჩი სერია A-ს ბომბარდირთა დავას მიმდინარე სეზონში 16 გოლით ლიდერობს. მას „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და უკვე გადაწყვეტილია, რომ არ განაახლებს, შესაბამისად ზაფხულში სერბს რომელიმე ევროპულ გრანდში უნდა ველოდოთ.

0.114306