ავსტრალიის A ლიგის მეხუთე ტურში ბექა მიქელთაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ნიუკასლ ჯეტსი“ სტუმრად გათამაშების ლიდერ „მაკარტურთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ბექამ ანგარიში გახსნა.
35-ე წუთზე ქართველმა საჯარიმო დარტყმა იდეეალურად და ფანტასტიკურად შეასრულა - 0:1. ბექამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიქელთაძის ავსტრალიური კარიერა შესანიშნავად დაიწყო და 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. პლუს ამას, 1 საგოლე პასიცაა მის ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ „მაკარტური“ მე-18 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გაიტანა და მოიგო. „ნიუკასლ ჯეტსი“ 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 დეკემბერს, „უონდერერსს“ უმასპინძლებს.