კალათბურთი

10:04 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: მამუკელაშვილის რეკორდული შედეგი - სანდრო "მილუოკის" სასტარტო ხუთეულში იყო (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშვილის სარეკორდო სათამაშო დრო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. მილუოკის ტრავმირებული სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს არყოფნაში ქართველმა კალათბურთელმა უკვე მეორედ დაიწყო თამაში სასტარტო ხუთეულში და მოედანზე 42 წუთი გაატარა. ეს მოხდა დღეს, გამთენიისას, “კლივლენდთან” მატჩში, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა შინ გამართა და მატჩი მეტოქე გუნდის გამარჯვებით – 119:90 დასრულდა.

მამუკელაშვილი მორედ, NBA-ს კარიერაში, სასტარტო ხუთეულში იყო და მილუოკელთაგან ქულების მხრივ მეორე შედეგი აჩვენა. სანდრომ პარკეტზე 42 წუთი გაატარა, რა დროშიც 9-დან 4 სამიანქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა 17 ქულა შეადგინა, რაც ასევე პირადსარეკორდო მაჩვენებელია ქართველი ფორვარდისთვის. 17 ქულასთან ერთად სანდროს 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მის პასივში 3 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლია. აქამდე 22 ქართველის საუკეთესო შედეგად 12 ოქტომბერს, მაიამისთან ნათამაშები 27 წუთი და 12 ქულა ითვლებოდა.

საუკეთესო შედეგი სათადარიგო მოთამაშე ჯორდან ნვორას ჰქონდა, რომელმაც 28 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დემარკუს კაზინსის ანგარიშზე კი 12 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. "კლივლენდში" ყველაზე შედეგიანი 23 ქულით ჩედი ოსმანი იყო, რიკი რუბიოს ანგარიშზე კი 15 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნით ორმაგი დუბლია.

"მილუოკი ბაქსს" 18 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, შინ, “ჰიუსტონ როკეტსთან” ჩაატარებს.

0.11468