ფეხბურთი

12:30 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ოქროს 3 ქულა მოვიპოვეთ, გავისნაირი ფეხბურთელებით "ბარსას" მომავალი აქვს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ელჩესთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდმა ოქროს ფასი 3 ქულა მოიპოვა.

„იმ სიტუაციაში, რომელშიც ვართ, ეს ოქროს სამი ქულაა. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. 6 წელია ლა ლიგაში არ ვყოფილვარ და ზოგიერთი ტაქტიკური ასპექტი მაკვირვებს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კარგად ვითამაშეთ. ფეხბურთელები ერთმანეთს ადვილად პოულობდნენ და თავისუფალ ზონებში შესაფერის დროს შედიოდნენ.

გავის თამაში შთამბეჭდავია, თითქოს 17 წლის საერთოდ არაა და ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია, ქედს ვიხრი მის წინაშე. სასიამოვნოა მისი ყურება და ფანტასტიკური თაობის ნაწილია: ნიკო გონსალესი, ერიკ გარსია, აბდესამად ეზალზული, რონალდ არაუხო - ასეთი მოთამაშეებით „ბარსას“ მომავალი აქვს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 27 ქულით ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება.

0.113142