„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ფიქრობს, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულების მოგება შეუძლია. როგორც ახალგაზრდა სპეციალისტმა გამორიცხული არაფერია და „ბარსას“ მიზანი მხოლოდ თასების მოგება უნდა იყოს.
„სიტუაციას რეალისტურად თუ შევხედავთ, ამ სეზონში ტიტულის მოგება შეგვიძლია. არ გამოვრიცხოთ ლა ლიგაში გამარჯვებაც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ თასებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ ასევე რეალისტურად.
საფეხბურთო დონეზე არ გვაქვს საკმარისი ურთიერთობა. ზოგიერთ მოთამაშეს უჭირს ჩვენი პოზიციური თამაშის გაგება და „ბარსელონაში“ ამის ნახვა უცნაურია. სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე ვართ, სიტუაცია უნდა შეიცვალოს. თამამები უნდა ვიყოთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. ეს არის სწორი გზა. პროგრესი გვჭირდება და ეს გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში 16 თამაშში მოპოვებული 24 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც იტალიურ „ნაპოლის“ თებერვალში შეხვდება.