ავტოსპორტი

3:33 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

FIA-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მოჰამედ ბენ სულაიემი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მოჰამედ ბენ სულაიემი, რალის ყოფილი მრბოლი ემირატებიდან. ის არის FIA-ს პირველი არაევროპელი პრეზიდენტი. არჩევამდე ის FIA-ს მოტორსპორტის საქმეებს უძღვებოდა.

60 წლის ბენ სულაიემიმ FIA-ს შეფის პოსტზე ჟან ტოდტი შეცვალა, რომელიც ფედერაციას 12 წელი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგად, ბენ სულაიემმა ხმების 61.6 პროცენტი მიიღო. მან უკან ჩამოიტოვა გრემ სტოკერი ჩამოიტოვა, ვინც FIA-ს ავტოსპორტის აღმასრულებელი პრეზიდენტია.

ამგვარად, ავტოსპორტში ახლო აღმოსავლეთის ჩართულობა ახალ საფეხურზე ავიდა. წელს ამ რეგიონის ოთხ ქვეყანაში - ბაჰრეინში, ყატარში, საუდის არაბეთსა და აბუ დაბიში, ფორმულა 1-ის დიდი პრიზები ჩატარდა. გარდა ამისა, საუდეთში დაკარის რალი, ფორმულა E-ს და იქსტრიმ E-ს რბოლები ტარდება. გარდა ამისა, ბაჰრეინი გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს მასპინძლობს, ყატარი კი - მოტო გრანპრის რბოლას.

ბაჰრეინული საინვესტიციო ფონდი „მუმთალაქათი“ „მაკლარენის“ დიდი წილის მფლობელია. ბრიტანულ გუნდს ფინანსურად ასევე საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი (PIF) უზრუნველყოფს. საუდთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ენერგეტიკული გიგანტი „საუდი არამკო“ კი ფორმულა 1-ის გლობალური პარტნიორია.

ახალმა პრეზიდენტმა, ვინც რალიში 14-ჯერ იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ჩემპიონი, განაცხადა, რომ საერთაშორისო მოტორსპორტში განვითარებადი ქვეყნების მეტი ჩართულობა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მისთვის სანიმუშოა ფინეთი, რომელსაც არაერთი ჩემპიონი ჰყავს ფორმულა 1-სა და რალის მსოფლიო ჩემპიონტზე. ბენ სულაიემის სურს, რომ საერთაშორისო მოტორსპორტში ჩართოს უზარმაზარი პოტენციალის მქონე ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

0.14395