„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონის წინ პირველი ტრანსფერი განახორციელა და უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი დაიმატა.
თბილისური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, მან კონტრაქტი 2+1-წლიანი სისტემით გააფორმა.
ბილენკი ბოლოს სლოვაკური „დუნაისკა სტრედას“ საკუთრება იყო, იჯარით კი ბრესტის „დინამოში“ ითამაშა და 31 მატჩში 14 გოლთან ერთად 4 საგოლე პასი მიითვალა. ის ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა.
23 წლის ფეხბურთელს ასევე უთამაშია დონეცკის „ოლიმპიკში“, პოლონურ „ზაგლებიესა“ და ლვოვის „რუხში“, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში კი 7 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.