კალათბურთი

12:00 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

G ლიგაში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ბითაძე "ინდიანაში" ათამაშეს (+VIDEO)

NBA-ს განვითარების ლიგაში ნაჩვენები ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსში დაბრუნდა და გამთენიას „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი ცენტრის გუნდმა ზედიზედ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეტოქეს 9-ქულიანი სხვაობით - 122:113 აჯობა.

რიკ კარლაილმა ჩვენებური მხოლოდ 5:21 წუთი ათამაშა, რა დროშიც გოგამ მხოლოდ 2 მოხსნა მოაგროვა და ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც ყველაზე ნაკლები სატამაშო დრო მიიღო და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. ბითაძემ 1 სამქულიანი ისროლა, თუმცა, არაზუსტად და 2 პერსონალური ფოლიც მიიღო.

ყველაზე მეტი ქულა კი „ინდიანას“ 27 წლის ფორვარდმა - კარის ლევერტმა ჩააგდო. მან 31 ქულას 3 მოხსნა, 5 ბპასი და 1 დაფარებაც დაამატა. „დეტროიტიდან“ სადიქ ბეიმ ორმაგი ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. ამერიკელმა შეხვედრა 28 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით დაასრლა.

„ინდიანა პეისერსს 13 გამარჯვებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიცია უჭირავს, გოგა ბითაძის თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს, სტუმრად„მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებენ. „დეტროიტ პისტონს“ კი ზედიზედ 13 მარცხის შემდგომ მხოლოდ 4 გამარჯვება და 23 წაგება დაუგროვდა და ბოლო - მე-15 ადგილზე იმყოფება. დუეინჯ კეისის გუნდი ხვალ, საშინაო შეხვედრას „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს.

0.115095