ჩოგბურთი

0:12 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ITF-ის მსოფლიო ჩემპიონად მეშვიდედ დასახელდა

მამაკაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედარაციამ (ITF) მეშვიდედ დაასახელა მსოფლიო ჩემპიონად. ქალთა შორისაც ჩემპიონბა პირველ ჩოგანს, ავსტრალიელ ეშლი ბარტის ერგო. ის მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ჯოკოვიჩმა უკვე მეშვიდე სეზონი დაამთავრა პირველი ჩოგნის რანგში. მან ავსტრალიის ღია პირველონა, საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო. მაგრამ ხელი მოეცარა ტოკიოს ოლიმპიადასა და აშშ-ის ღია პირველობაზე. არადა, ფლეშინგ მედოუსზე მოგების შემთხვევაში, იშვიათ მიღწევას - ოქროს სლემს მოიპოვებდა.

რაც შეეხება ბარტის, მან წელს უიმბლდონი პირველად მოიგო. ტოკიოში კი, შერეულ წყვილებში, ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. პირველად ITF-ის ჩემპიონი ის 2019 წელს გახდა. შარშან კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონის დიდი ნაწილი გააცდინა.

„ძალიან ვამაყობ იმ მიღწევებით, რომლებიც მქონდა და იმით, რომ სერბეთის გუნდთან ერთად ასპარეზობა შევძელი. ჩემთვის დიდი პატივია ITF-ის მსოფლიო ჩემპიონის წოდების მეშვიდედ მოპოვება“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვისაც დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული.

მამაკაც წყვილებში, ITF-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ხორვატების, ნიკოლა მეკტიჩის და მატე პავიჩის წყვილი. მათ ამ სეზონში ცხრა ტურნირი მოიგეს. ქალთა წყვილებში კი ჩემპიონის ტიტული ჩეხებმა, ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ მოიპოვეს.

0.160687