უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დროს დაშვებული ხარვეზის შესახებ კომენტარი პირველად გააკეთა. როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, ეს ტექნიკური შეცდომა იყო და ადამიანური ფაქტორი არაფერ შუაშია.
„პროგრამული ხარვეზი იყო, ამიტომაც კლუბებს შევთავაზეთ ხელმეორე წილისყრა. ტექნოლოგიაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, ეს არ არის ადამიანური ფაქტორი, ეს იყო ტექნიკური შეცდომა უეფას მხრიდან და ბოდიშს გიხდით“, - თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ წილისყრისას „ვილიარეალის“ მეტოქეს კალათიდან ანდრეი არშავინმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამოიღო, რაც არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ. შემდგომ ამას მეორე შეცდომას მოჰყვა, როდესაც „ატლეტიკოს“ სავარაუდო მეტოქეებში კალათაში „მანჩესტერის“ ბურთულის მოთავსება დაავიწყდათ და მადრიდულმა გუნდმა წილისყრის შედეგები გააპროტესტა, რის გამოც წილისყრა ხელახლა ჩაატარეს.