ვლადმირ კლიჩკომ კრივის სამყაროს ყურადღება, გამოქვეყნებული ვიდეოთი მიიქცია. მასზე ჩანს, რომ მძიმეწონოსანი მოკრივე, სპარინგ პარტნიორთან ერთად ვარჯიშობს. ამ ვიდეომ წარმოშვა ვარაუდი იმაზე, რომ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვინც ახლა 45 წლისაა, კრივში დაბრუნებას აპირებს.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ კლიჩკო კარგ ფორმაშია. მან პროფესიონალურ რინგზე 21 წელი გაატარა და სპორტიდან 2017 წელს, მას შემდეგ წავიდა, რაც ენტონი ჯოშუასთან ნოკაუტით წააგო.
კლიჩკოს მოკრივის კარიერა დასასრულისკენ მას შემდეგ წავიდა, რაც 2015 წელს ტაისონ ფიურისთან დამარცხდა. უკრაინელს ჯოშუასთან კონტრაქტით, რემატჩის უფლება ჰქონდა, მაგრამ მან ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდება არჩია.
შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კლიჩკოს ეს არ დაუდასტურებია. კლიჩკოს კარგი ურთიერთობა აქვს ჯოშუასთან და დარწმუნებულია, რომ მას ოლეკსანდრ უსიკთან წაგების შემდეგ, რემატჩის მოგება შეუძლია.