რომის "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელი მაურიციო სარი კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს.
"სარისთან შეხვედრა გავმართე. უკვე გავეცი ბრძანება, რომ მომზადდეს შესაბამისი საბუთები, რათა მაურიციოს კონტრაქტი ორი წლით გავუხანგრძლივოთ." - განუცხადა Rai Sport-ს ლოტიტომ.
სარიმ რომაული გუნდი 2021 წლის ივნისში ჩაიბარა. მას შემდეგ "ლაციომ" ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ცხრა მოიგო, ექვსი ფრედ დაასრულა და შვიდი წააგო.