ავტოსპორტი

3:27 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს თქმით, ტიტული ორივეს უნდა მიეღო

ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენმაც და ლუის ჰამილტონმაც, ტიტული თანაბრად დაიმსახურეს. და შესაბამისად, ასეთი დრამატული სეზონის ბოლოს, ჩემპიონის წოდება ორივეს უნდა მიეღო.

აბუ დაბის ფინალის წინ, ორივე პილოტს თანაბარი ქულები ჰქონდა. რბოლაში კი, ბოლო წრეზე ფერსტაპენმა ახალი რბოლი საბურავების წყალობით, იოლად გაუარა ჰამილტონს და ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიელისთვის ეს გასულ სეზონში მოპოვებული მე-10 გამარჯვებაა, რითაც ბრიტანელ მეტოქეს, მერვე ტიტულის მოპოვების საშუალება არ მისცა.

ალონსოს თავადაც ჰქონდა სეზონები, როცა ტიტულისთვის ბოლო რბოლამდე იბრძოდა. 2006-ში ჩემპიონი გახდა (მიხაელ შუმახერს 13 ქულით მოუგო), 2007 (კიმი რაიკონენთან 1 ქულა წააგო), 2010 (სებასტიან ფეტელთან 4 ქულა წააგო) და 2012 (ფეტელთან 3 ქულა წააგო) წლებში კი ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდა.

„ფანტასტიურია. ის ჩემპიონია. მხოლოდ დროის ამბავი იყო, რომ ჩემპიონის ტიტული მოეგო. ვფიქრობ, დღეს იღბალი მისკენ იყო. უსაფრთხოების მანქანის ტრასაზე არგამოსვლის შემთხვევაში, ჩემპიონი ლუისი გახდებოდა. უსაფრთხოების მანქანით კი, ჩემპიონი მაქსია. მოკლედ, რაც დღეს მოხდა, იღბლის ამბავი იყო. გასული 22 რბოლის მიხედვით, ტიტულს ორივე იმსახურებდა. ეს ის სეზონი იყო, როცა ჩემპიონი ორივე უნდა გამხდარიყო. იმიტომ, რომ ორივე შესანიშნავი იყო“, - ამბობს ალონსო.

როგორც ხუთშაბათს ვთქვი, შანსებს 51-49-ზე ვანაწილებდ მაქსის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, სეზონის განმავლობაი, მას უფრო ხშირად არ სწყალობდა ბედი. ახალი ჩემპიონი ყოველთვის უფრო სასურველია სპორტისთვის. თუ მაქსი ოდესმე ოთხ-ხუთ ტიტულს მოიგებს, მერე ახალი ვინმე მოვა, რომელსაც უფრო მეტი ქომაგი ეყოლება, რადგან მაყურებელს უფრო ხშირად, ახალი ურჩევნია, - დასძენს ალონსო.

ფერსტაპენს გამარჯვებას ულოცავს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელიც და ისიც ამბობს, რომ ჰამილტონს წაგებისთვის უთანაგრძნობს: „მიხარია მაქსის გამო, მაგრამ ლუისისთვის ვწუხვარ. მას სეზონის საოცარი დასასრული ჰქონდა. ჩემთვის სულერთია, ვინ მოიგებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონობა ორივემ დაიმსახურა“.

0.130598