მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, მერვედფინალში, სავარაუდოთაგან მათ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდათ.
„პარი სენ-ჟერმენთან“ თამაში საინტერესო იქნება. ის ყველაზე რთული მეტოქეა სავარაუდოთაგან. თუმცა, სწორედ ამისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს. მინდორზე ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი იქნება და მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას.“ - ციტირებს გერმანელი ვარსკვლავის სიტყვებს As.
პირველი მერვედფინალური მატჩი 2022 წლის 15 თებერვალს გაიმართება პარიზში, საპასუხო კი 9 მარტს მადრიდში.