ფეხბურთი

15:53 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოვიდი „ვალენსიაში“

„ვალენსიამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ საწვრთნელი შტაბის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ჩააბარა დადებითი კოვიდტესტი. მანამდე კორონავირუსით გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი და ცენტრალური მცველი ომარ ალდერეტე დაინფიცირდნენ.

საიტის ცნობით, გუნდი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს წვრთნას, რადგან დანარჩენ ყველა ფეხბურთელს ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. თუმცა ჯერჯერობით ის სათადარიგოა.

ესპანური პრიმერას 17 ტურის შემდეგ, 25 ქულით „ღამურები“ ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.

0.111882