ფეხბურთი

12:48 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ 37 წლის ჰანდანოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

37 წლის სლოვენიელმა მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა, შესაძლოა, მილანის „ინტერთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობა მომავალშიც დაინტერესებულია სლოვენიელის გუნდში ყოფნით და მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ოღონდ ხელფასის დაკლების პირობით.

ახლა ჰანდანოვიჩი ჯამაგირად წელიწადში 3,5 მილიონ ევროს იღებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად კი ეს თანხა 2 მილიონამდე დაიწევს.

მიმდინარე სეზონში ჰანდანოვიჩმა „ინტერის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 20 ბურთი გაუშვა. 9 შეხვედრაში კი კარი „მშრალად“ შეინახა.

0.115062