სხვა

4:18 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრიათლონის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი დოპინგის გამო დასაჯა

ტრიათლონის საერთაშორისო ფედერაციამ, დოპინგის მასობრივი გამოყენების ფაქტების გამო, რუსეთის ტრიათლონის ფედერაციას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

სანქციების ფარგლებში, რუსეთის ტრიათლონის ფედერაციას, ევროპის და მსოფლიო დონის შეჯიბრების ორგანიზების უფლება ჩამოერთვა. გარდა ამისა, დასჯილი ფედერაციის ოფიცალურმა პირებმა, ყველა შეჯიბრის ორგანიზატორთა შემადგენლობა უნდა დატოვონ.

გარდა ამისა, რუსეთის ტრიათლონის ფედერაციას წაუყენეს მოთხოვნა, რომ მან რუსეთის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოსთან ერთად, ყველა რუსი ტრიათლეტი შეამოწმოს. რუს სპორტსმენებს, ვისაც რაიმე ტურნირი და ფულადი ჯილდო აქვთ მოპოვებული, თასების და საპრიზო ფულის დაბრუნება მოუწევთ.

ოქტომბერში რუსი ტრიათლეტის, იგორ პლიანსკის იმ სინჯში, რომელიც მისგან ტოკიოს ოლიმპიადის დროს აიღეს, დოპინგის (ეპო) კვალი აღმოაჩინეს. ამის გამო, ოლიმპიადაზე მისი შედეგები გაუქმდა და სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ევროპის ჩემპიონატის ყოფილ ვერცხლის მედალოსან ალექსანდერ ბრიუხანოვს, იმავე თვის ბოლოს, ანალოგიური სასჯელი მიუსაჯეს. უფრო ადრე, ვლადიმირ ტურბაიევსკი კი, ბიოლოგურ პასპორტთან შეუსაბამობის გამო, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა.

0.135615