ლონდონის „ჩელსისა“ და სენეგალის ნაკრების მეკარე ედუარ მენდი სენეგალის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მენდიმ „ლივერპულის“ შემტევ სადიო მანეს დიდი უპირატესობით აჯობა. „ჩელსის“ კარის დარაჯმა 321 ხმა მიიღო, მანემ კი მხოლოდ - 99. მესამე ადგილი 61 ხმით ისმაილ სარმა დაიკავა.
შეგახსენებთ, ედუარ მენდიმ მიმდინარე წელს „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მანე სენეგალის საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად ვერ გახდა.