ფეხბურთი

23:27 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ბათუმის მსგავსად ქუთაისსაც ახალი სტადიონი სჭირდება"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანის" მატჩს გამოეხმაურა. მან ყურადღება მარტვილელთა საქციელზე გაამახვილა, რომლებმაც თამაშის შემდეგ გასახდელი დაალაგეს.

გარდა ამისა, შოთამ დაწერა, რომ ქუთაისს ბათუმის მსგავსად ახალი სტადიონი სჭირდება.

ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მარტვილის "მერანს"! ქუთაისის "ტორპედოს" ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" დამატებით დროში დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში - 3:2 და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

0.114162